ავტორიზაცია

ჰოლანდი მიუნხენში, სადაც აღდგენით პროცესებს გადის, ხავის შეხვდა

ჰოლანდი მიუნხენში, სადაც აღდგენით პროცესებს გადის, ხავის შეხვდა
თარიღი 03 Mar 2022, 23:14

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ხავი "დორტმუნდის" თავდამსხმელს, ერლინგ ჰოლანდს შეხვდა.

აღნიშნული შეხვედრა სამშაბათს, მიუნხენში შედგა და "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დამრიგებელს თან კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი წევრი, ხორდი კრუიფიც ახლდა.

ინფორმაციას კატალონიური გამოცემა L’Esportiu ავრცელებს და იუწყება, რომ ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

მოგეხსენებათ, 21 წლის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავი, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, მიუნხენში აღდგენით პროცესებს გადის.

"ბარსელონას" გარდა, ჰოლანდისადმი ინტერესს მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტიც" იჩენენ.

მიმდინარე სეზონში ერლინგმა ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.