ავტორიზაცია

სევილია მარსიალის თაობაზე მოლაპარაკებების წამოწყებას არ გეგმავს - ფრანგი ოლდ ტრაფორდზე დაბრუნდება

სევილია მარსიალის თაობაზე მოლაპარაკებების წამოწყებას არ გეგმავს - ფრანგი ოლდ ტრაფორდზე დაბრუნდება
თარიღი 04 მარ 2022, 21:50

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი, ანტონი მარსიალი, „სევილიაში“ იჯარის ამოწურვის შემდეგ ინგლისურ გუნდში დაბრუნდება.

როგორც ჟურნალისტი ეკრემ კონური „ტვიტერზე“ წერს, ანდალუსიური კლუბი ფრანგი ფორვარდის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების წამოწყებას არ აპირებს.

მხარეებს შორის გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებაში თავიდანვე არ გაწერილა გამოსასყიდი პუნქტი, თუმცა „სევილია“, მარსიალის სათანადოდ ათამაშების შემთხვევაში, მოლაპარაკებების წამოწყებას არ გამორიცხავდა.

ახლა კი, მოვლენები ისე ვითარდება, რომ დიდი ალბათობით, მარსიალი „ოლდ ტრაფორდზე“ ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე დაბრუნდება.

„სევილიას“ მაისურით გამართულ 4 მატჩში მარსიალმა 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.