ავტორიზაცია

ხედირა ბრაზილიასთან 7:1-ზე: "ლიოვმა შესვენებაზე თქვა, რომ თუ ვინმე ხუმრობას დაიწყებდა, ფინალში არ ათამაშებდა"

ხედირა ბრაზილიასთან 7:1-ზე: "ლიოვმა შესვენებაზე თქვა, რომ თუ ვინმე ხუმრობას დაიწყებდა, ფინალში არ ათამაშებდა"
თარიღი 04 მარ 2022, 23:56

სამი ხედირამ ისაუბრა, თუ როგორ განაწყო გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა გუნდი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიასთან გამართული მატჩის შესვენებაზე.

მოგეხსენებათ, აღნიშნული შეხვედრა 1/2 ფინალური ეტაპის ეგიდით გაიმართა და "ბუნდესთიმის" გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა - 7:1. პირველი ტაიმი გერმანელებმა 5:0 მოიგეს.

"იმ დღეს ყველაზე სერიოზული ლიოვი იყო. შესვენებაზე გვითხრა, რომ თუ ვინმე თავს დაზოგავდა ან 5:0-ის გამო ხუმრობას დაიწყებდა, უმალვე შეცვლიდა და ფინალში არ ათამაშებდა".

"გვთხოვა, თამაშს სერიოზულად მივდგომოდით, ბრაზილიის ნაკრებისთვის კი პატივი გვეცა. და კიდევ უფრო მეტი - ბრაზილიელი გულშემატკივრებისა და მათი ქვეყნისთვის", - ციტირებს ხედირას სიტყვებს ESPN-ი.

მოგეხსენებათ, "სელესაოს" გაცამტვერების შემდეგ, გერმანიამ ფინალში არგენტინა (1:0) დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.