ავტორიზაცია

მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაშია: ფლამარიონ ჯოვინოს მომავალი ცნობილია

მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაშია: ფლამარიონ ჯოვინოს მომავალი ცნობილია
თარიღი 05 მარ 2022, 17:31

ბათუმის დინამო 25 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელ ფლამარიონ ჯოვინოსთან მალე ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, საქართველოს ჩემპიონთა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და მალე მხარეები ახალ, 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ.

ფლამარიონ ჯოვინოს ბათუმის დინამოსთან მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ბოლოს ეწურება. ახლახანს 25 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და არის შანსი, მალე ნაკრებშიც ვიხილოთ.

ფლამარიონ ჯოვინო ბათუმის დინამოს 2017 წელს შეუერთდა. მას შემდეგ ამ გუნდის მაისურით 121-ჯერ ითამაშა, 58 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა.