ავტორიზაცია

"სხვა ინიციატივებზეც ვმუშაობთ", - ქვეყანა, რომელიც მზად არის უკრაინის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლოს

"სხვა ინიციატივებზეც ვმუშაობთ", - ქვეყანა, რომელიც მზად არის უკრაინის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლოს
თარიღი 05 მარ 2022, 18:28

იტალია მზად არის უკრაინის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების დარჩენილი ნაწილს უმასპინძლოს.

ამის შესახებ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის (FIGC) პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ განაცხადა.

"FIGC მზადაა უკრაინის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლოს, რადგან ლტოლვილებს იღებს და დახმარებას უწევს".

"სხვა ინიციატივებზეც ვმუშაობთ", - თქვა გრავინამ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.

მოგეხსენებათ, უკრაინის ჩემპიონატი 24 თებერვლის შემდეგ შეჩერებულია.