ავტორიზაცია

დავით ხოჭოლავას მეუღლის მამა რუსების დაბომბის შედეგად გარდაიცვალა

დავით ხოჭოლავას მეუღლის მამა რუსების დაბომბის შედეგად გარდაიცვალა
თარიღი 06 მარ 2022, 01:47

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, დავით ხოჭოლავას მეუღლის მამა უკრაინაში რუსების დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფეხბურთელის მეუღლე, იულია ხოჭოლავა ავრცელებს.

GOAL.GE უსამძიმრებს დავით ხოჭოლავას ოჯახს მომხდარ ტრაგედიას.

შეგახსენებთ, რომ რუსები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ და მას შემდეგ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.