VIDEO: სათანადო გახურება პსჟ-სთან მატჩის წინ! რეალმა შინ სოსიედადი გაანადგურა
ლა ლიგის 27-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ შინ „რეალ სოსიედადი“ გაანადგურა.
შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
მე-10 წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ, როცა მიკელ ოიარსაბალმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, თუმცა ამის შემდეგ „რეალმა“ ძალიან მოუმატა და ამან შედეგი ტაიმის მიწურულს გამოიღო - მე-40 წუთზე ედუარდო კამავინგამ გაისროლა შორიდან, 43-ზე კი ლუკა მოდრიჩმა და ორი ულამაზესი გოლით „რეალმა“ ტაიმი მოიგო.
შესვენების შემდეგ მასპინძელთა ზეწოლა გაგრძელდა, რაც გოლებში ისევ გამოისახა - 76-ზე კარიმ ბენზემამ პენალტი შეასრულა, 79-ზე კი მარკო ასენსიომ შეცვლაზე შემოსვლიდან 2 წუთში მატჩში წერტილი დასვა.
„რეალმა“ ამ გამარჯვებით „სევილიას“ ფეხის დაცდენით ისარგებლა და ლა ლიგაში წინ უკვე სუფთა 8 ქულით გაიჭრა.