VIDEO: ლეო კვლავ დუმს - რეალთან საპასუხო მატჩის წინ პსჟ შინ ნიცასთან დამარცხდა
ფრანგული ლიგა 1-ს 27-ე ტურში „ნიცამ“ შინ „პსჟ“ დაამარცხა.
შეხვედრა სტადიონ „ალიანც რივიერაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ეს მატჩი დისკვალიფიკაციის გამო კილიან მბაპემ გამოტოვა, ნეიმარი და ლეო მესი კი სასტარტოში იყვნენ, თუმცა კრისტოფ გალტიეს გუნდს ვერაფერი დაუპირისპირეს.
„პსჟ-ს“ ანგარიშზე 62 ქულა დარჩა და გუნდი უახლოეს მდევარ „ნიცას“ 13 ქულით უსწრებს.
ერთადერთი გოლი 88-ე წუთზე დელორტმა გაიტანა და „ნიცას“ გამარჯვება მოუტანა.