ავტორიზაცია

"რონალდუც კი", - ნევილის აზრით, ამჟამად სიტის შემადგენლობაში იუნაიტედის ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდებოდა

"რონალდუც კი", - ნევილის აზრით, ამჟამად სიტის შემადგენლობაში იუნაიტედის ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდებოდა
თარიღი 06 მარ 2022, 17:15

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი, გარი ნევილი მიიჩნევს, რომ "ეშმაკუნების" ამჟამინდელი ფეხბურთელებიდან "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში ვერცერთი მოხვდებოდა.

"ქალაქელთა" ექს-მცველ მიკა რიჩარდსთან საუბრისას, მანჩესტერული დერბის წინ, ვეტერანმა ინგლისელმა გუნდების შემადგენლობებზე ისაუბრა.

"უკიდურესად გულწრფელი ვიქნები. შემიძლია პოზიციების მიხედვით მივყვე: დიაში, ლაპორტი, კანსელო, უოლკერი. ყველა მათგანი "იუნაიტედის" მცველებზე უკეთესია".

"ნახევარდაცვა: ფერნანდინიო, როდრი - "იუნაიტედის" ჩამშლელებზე უკეთესები. ბერნარდო სილვა, გიუნდოგანი. ბრუნო ფერნანდეში - ერთადერთი, რომლის განხილვაც შესაძლებელია, თუ ბოლო 12-18 თვეს შევაფასებთ. მაგრამ დე ბრუინი, ბერნარდო სილვა, მაჰრეზი, ფოდენი, სტერლინგი... ამ ეტაპზე, ბრუნოს ბერნარდო სილვას და დე ბრუინს ვერ ვამჯობინებ".

"სიტის" შემადგენლობაში ამჟამად რონალდუს ჩასმაც კი არ შეიძლება", - ციტირებს ნევილის სიტყვებს Sky Sports-ი.

პრემიერ ლიგის 28-ე ტურის ეგიდით, "მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე აიღებს.