ავტორიზაცია

სარი: "რონალდუმ სერია ა-ში ყველაზე მეტი გოლი ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ ყოფნისას გაიტანა"

სარი: "რონალდუმ სერია ა-ში ყველაზე მეტი გოლი ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ ყოფნისას გაიტანა"
თარიღი 07 მარ 2022, 20:59

"ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა.

მოგეხსენებათ, იტალიელი სპეციალისტი პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს "იუვენტუსში" წვრთნიდა, სადაც 2019/20 წლების სეზონში დაინიშნა.

– სიმართლეა, რომ რონალდუს ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაში სთხოვეთ, მან კი უარი თქვა?

"კრიშტიანუმ ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ სერია ა-ს ერთ სეზონში იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე სხვა მწვრთნელების დროს".

"მზად იყო ცენტრფორვარდის პოზიციაზე ზოგიერთ შეხვედრაში ეთამაშა, როცა ამის საჭიროება იქნებოდა, მაგრამ არა ყველა მატჩში".

"რონალდუს სეზონში 35-40 გოლი გაჰქონდა, ფლანგთან ახლოს თამაშობდა, ამიტომაც ეს წინადადება აბსურდულად მოეჩვენა. ეს კი გასაგებია, მისი სათამაშო მანერის გათვალისწინებით", - თქვა "ლაციოს" დამრიგებელმა Sky Sport Italia-ს ეთერში.

აღსანიშნავია, რომ რონალდუმ სარის ხელმძღვანელობის ქვეშ 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 37 გოლი გაიტანა.