ავტორიზაცია

ოფიციალურად: თორნიკე შენგელიამ ცსკა-სთან კონტრაქტი გაწყვიტა და ახალ გუნდში გადავიდა

ოფიციალურად: თორნიკე შენგელიამ ცსკა-სთან კონტრაქტი გაწყვიტა და ახალ გუნდში გადავიდა
თარიღი 07 მარ 2022, 22:14

ქართველი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია, რომელმაც სეზონი მოსკოვის "ცსკა"-ში დაიწყო, ახალ გუნდში გადავიდა.

ასე და ამგვარად, გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ფორვარდი კარიერას "ვირტუს ბოლონიაში" გააგრძელებს.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლიდერმა იტალიურ კლუბთან 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

იმ შემთხვევაში, თუ "ვირტუს ბოლონია" მომდევნო სეზონისთვის ევროლიგის საგზურს მოიპოვებს, თოკო გუნდში კიდევ ერთი წელი დარჩება.

იტალიელების გარდა, შენგელიასადმი ინტერესს ესპანური "ვალენსია" და "ბასკონიაც" იჩენდნენ.