ავტორიზაცია

ოფიციალურად: ფიფამ რუსული კლუბების ლეგიონერებს გუნდიდან წასვლის ნებართვა მისცა

ოფიციალურად: ფიფამ რუსული კლუბების ლეგიონერებს გუნდიდან წასვლის ნებართვა მისცა
თარიღი 07 Mar 2022, 23:31

ფიფამ დაადასტურა, რომ რუსეთის უცხოელ ფეხბურთელებს აქვთ უფლება ცალმხრივად გაწყვიტონ კონტრაქტი.

ამას ფიფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს და წერენ, რომ ეს ქართველ ფეხბურთელებს 2022 წლის 30 ივნისამდე შეუძლიათ.

ჩვენ ახლა ყველაზე მეტად გვაინტერესებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი და ლუკა გაგნიძე.

იმ შემთხვევაში, თუ 30 ივნისამდე ფეხბურთელები ახალ კლუბთან ვერ მოაწერენ ხელს, მათ რუსულ კლუბში დაბრუნება მოუწევთ.