ავტორიზაცია

ინტერი სასწაულის იმედად, ბაიერნს კი გათამამებული მეტოქე ჰყავს მიწაზე დასაშვები - ლიგის 1/8-ფინალები ბრუნდება

ინტერი სასწაულის იმედად, ბაიერნს კი გათამამებული მეტოქე ჰყავს მიწაზე დასაშვები - ლიგის 1/8-ფინალები ბრუნდება
თარიღი 08 მარ 2022, 02:09

8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღის გარდა, წელს იმითაც არის გამორჩეული, რომ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალები იწყება, რაც ყველასთვის ყოველთვის სასიხარულო ამბავია.

„ბაიერნი“ - ზალცბურგი“ (23:59)

Live ticker: RB Salzburg vs. FC Bayern - Champions League 21/22

გერმანიის ჩემპიონი „ალიანც არენაზე“ ავსტრიის საუკეთესო გუნდს უმასპინძლებს. თავდაპირველად ამ გუნდების დაწყვილების შემდეგ, ბუნდესლიგის გიგანტი აშკარა ფავორიტად გვესახებოდა, თუმცა პირველ შეხვედრაში „ზალცბურგმა“ შოუ მოიპარა და „რეკორდმაისტერი“ თითქმის ბეჭებზეც დააგდო - „ბაიერნმა“ მატჩის გადარჩენა ბოლო წუთებზე მოახერხა და საპასუხო შეხვედრის წინ ქამბექის შესრულების საჭიროება მოიშორა თავიდან.

„როტენი“ საპასუხო მატჩს თავის საუკეთესო ფორმაში ნამდვილად ვერ ხვდება, თუმცა საშინაო არენის დახმარებით თამამი და შემტევი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდის დამარცხებას შეეცდება. 

Red Bull Salzburg 1-1 Bayern Munich - Champions League Highlights

გამომდინარე იქიდან, რომ უეფამ ამ სეზონში გასვლითი გოლის წესი გააუქმა, ორივე გუნდს მხრებიდან ტვირთი ჩამოეხსნა - „ზალცბურგი“ საკუთარ კედლებში გაშვებულ გოლს ორმაგად არ ინანებს, „ბაიერნს“ კი სტუმრად გატანილი გოლის დაცვის საჭიროება არ ექნება. ორივე გუნდს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, რაც კარგ სანახაობას გვპირდება.

17 თებერვალს გამართული მატჩის შემდეგ, „ბაიერნმა“ ბუნდესლიგაში სამი მატჩი ჩაატარა - „გროიტერ ფიურთს“ 4:1 მოუგო, შემდეგ „აინტრახტი“ მინიმალურად 1:0 დაამარცხა, ბოლო მატჩში კი შინ „ლევერკუზენი“ ვერ გატეხა. 

რაც შეეხება „ზალცბურგს“, გუნდსაც ანალოგიური შედეგები აქვს ავსტრიის ბუნდესლიგაში - „ბაიერნთან“ მატჩის შემდეგ ავსტრიელებმა შიდა არენაზე 2 მატჩი მოიგეს, 1 კი ფრედ დაასრულეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტექნიკურად, გუნდები თანაბარ ფორმაში ხვდებიან დაპირისპირებას.

ამ შეხვედრაში „ზალცბურგს“ აქამდე შეუსრულებელი მისიის განხორციელება მოუწევს - „ბაიერნის“ წინააღმდეგ გუნდმა ისტორიაში ხუთი მატჩი ჩაატარა და ჯერ არ მოუგია - 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა, 3-ჯერ კი „ბაიერნმა“ იმარჯვა.

გამოსარჩევი ფაქტია ის, რომ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მწყობრში დაბრუნება მანუელ ნოიერმა მოახერხა, რომელიც, დიდი ალბათობით ამ მატჩს სასტარტოში დაიწყებს.

FC Salzburg vs. FC Bayern: The game in 60 seconds

სავარაუდო შემადგენლობები:

„ბაიერნი“: ნოიერი - პავარი, სულე, უპამეკანო, ერნანდესი - კიმიხი, საბიტცერი, მიულერი - სანე, კომანი, ლევანდოვსკი.

„ზალცბურგი“: კოჰნი - კრისტენსენი, პიატკოვსკი, ვობერი, ულმერი - კაპალდო, კამარა, სეივალდი - აარონსონი, ადამუ, ადეიემი.

„ლივერპული“ – „ინტერი“ (23:59)

Inter 0-2 Liverpool: Goals and highlights - Champions League 2021/22 | Marca

დღის ცენტრალურ და მერვედფინალის ერთ-ერთ გამორჩეულ დაპირისპირებაში, თითქოს ყველაფერს პასუხი ჯერ კიდევ პირველ მატჩში გაეცა, სადაც „ლივერპულმა“ სტუმრად „ინტერი“ 2:0 დაამარცხა.

გუნდები მატჩის დიდი ნაწილი თანაბრად გამოიყურებოდნენ და „ინტერი“ აუთსაიდერის სტატუსის მიუხედავად, მრისხანე მეტოქეს დიდ წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა მეორე ნახევარში მერსისაიდელებმა, როგორც იტყვიან ხოლმე, კლასის ხარჯზე მოახერხა უპირატესობის მოპოვება და ორი უპასუხო გოლი გაიტანა. თამაშის შემდეგ, „ნერაძურის“ წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ, რომ შედეგი თამაშის მიმდინარეობას არ ასახავს და ისინი ლივერპულში არა უბრალოდ ტურისტების სტატუსით, არამედ ქამბექის იმედით ჩადიან.

რამდენად გამოუვა იტალიის ჩემპიონს მრისხანე „ენფილდზე“ 2+ ბურთით მოგება და თამაშის სულ მცირე დამატებით დროში გადაყვანა, ამას მხოლოდ მატჩი გვიჩვენებს, თუმცა მერვედფინალში გასვლის ფავორიტზე საუბარი პირველი მატჩის შემდეგ არც ღირს.

Champions League Liveblog: Inter vs. Liverpool - Football Italia

„ინტერთან“ მატჩის შემდეგ „ლივერპული“ ბრწყინვალე ფორმაშია, გუნდი იქამდეც იგებდა და მას შემდეგაც გააგრძელა მოგებათა სერია - პრემიერ ლიგაში 4 მატჩი მოიგო და ასევე, ინგლისის ლიგის თასის ფინალში, პენალტებში „ჩელსი“ დაამარცხა და სეზონის პირველ ტიტულს დაეუფლა. 

ჩემპიონატში კი „ლივერპული“ დამაჯერებლად იმარჯვებს და ლიდერის, „მან სიტის“ დევნას აგრძელებს, რომელიც 6 ქულით წინაა, მაგრამ კლოპის გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„ინტერის“ ფორმაზე ანალოგიურის თქმა არ გამოგვივა, რადგან „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ გუნდმა 4 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთხელ მოახერხა გამარჯვების მოპოვება - ჩემპიონატში „სასუოლოსთან“ (0:2) წააგო და „ჯენოასთან“ ფრე (0:0) ითამაშა, თასის პირველ ნახევარფინალში „მილანს“ დაუზავდა (0:0), ერთადერთი გამარჯვება კი 4 მარტს, „სალერნიტანასთან“ მოიპოვა (5:0) და საპასუხო მერვედფინალის წინ გუნება გამოიკეთა.

სერია ა-ს სატურნირო ცხრილში „ინტერი“ 58 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, თუმცა ლიდერ „მილანზე“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, რომლის მოგებითაც +1 ქულით გაიჭრება წინ და გალიდერდება.

„ინტერი“ და „ლივერპული“ ისტორიულად ერთმანეთს მეოთხედ შეხვდებიან და ჯერჯერობით, მილანელებს ინგლისელებთან არც მოუგიათ და არც ფრე უთამაშიათ - სამივე შეხვედრა მერსისაიდული გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

Firmino and Salah give Liverpool commanding first-leg win over Inter |  Champions League | The Guardian

სავარაუდო შემადგენლობები:

„ლივერპული“: ალისონი, ალექსანდრ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ჰენდერსონი, ფაბინიო, ტიაგო, სალაჰი, მანე, დიასი.

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი, შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი, დუმფრისი, პერიშიჩი, ჩალჰანოღლუ, ბროზოვიჩი, ვიდალი, მარტინესი, ჯეკო.