ავტორიზაცია

VIDEO: ტოტენჰემმა ლამპარდის ევერტონი გააცამტვერა და გასავარდნ ზონას მაქსიმალურად მიაახლოვა

თარიღი 08 მარ 2022, 02:12

პრემიერ ლიგის 28-ე ტურში „ტოტენჰემმა“ შინ ფრენკ ლამპარდის ევერტონი გაანადგურა.

შეხვედრა „ტოტენჰემ ჰოთსპურ სტედიუმზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 5:0 დასრულდა.

„ტოტენჰემის“ რიგებში დუბლი ჰარი კეინმა შეასრულა, თითო-თითო გოლი სონ ჰეუნ მინმა და სერხიო რეგილონმა გაიტანეს, კიდევ ერთი გოლი კი „ევერტონმა“ საკუთარ კარში შეაგდო.

„ტოტენჰემმა“ ზედიზედ მე-2 მატჩი მოიგო და 45 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, „ევერტონი“ კი 22 ქულით მე-17 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონასთან 1 ქულაში იმყოფება.