ავტორიზაცია

"ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ჩვენ მზად მარტო 14 ფეხბურთელი გვყავს", - გვარდიოლა სპორტინგთან საპასუხო მატჩზე

"ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ჩვენ მზად მარტო 14 ფეხბურთელი გვყავს", - გვარდიოლა სპორტინგთან საპასუხო მატჩზე
თარიღი 08 მარ 2022, 19:39

„მან სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა „სპორტინგთან“ გასამართ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩზე ისაუბრა, რომელიც ხვალ, 9 მარტს გაიმართება.

პირველ შეხვედრაში „ქალაქელებმა“ 5:0 მოიგეს და შეიძლება ითქვას, რომ ხვალინდელი მატჩი ფორმალობაა.

„ძირითადი გუნდის არც ისე ბევრი ფეხბურთელი გვყავს - ამჟამად ხელმისაწვდომი მხოლოდ 14 მოთამაშეა. რა თქმა უნდა, პირველ მატჩში დიდებულ შედეგს მივაღწიეთ - 5:0. თუმცა, ფეხბურთი არაპროგნოზირებადია და გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.

ჩვენ შეიძლება გაძევებები გვქონდეს, მეტოქემ ხარისხიანი თამაში აჩვენოს... ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მატჩზე საუკეთესო შემადგენლობას ავარჩევთ, იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, რათა გამარჯვება მოვიპოვოთ. ერთადერთი პრობლემა - ჩვენ სამი მცველი გვყავს დარჩენილი. მოგვიწევს დუბლებიდან ფეხბურთელების გამოყენება. დღეს ვარჯიშს ჩავატარებ და გადავწყვეტ, რა გავაკეთო.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს „სიტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდი.