ავტორიზაცია

"აბრამოვიჩი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოვლენაა, ჯანდაბამდე გზა ჰქონია", - კრისტალ პალასის ექს-მფლობელი

"აბრამოვიჩი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოვლენაა, ჯანდაბამდე გზა ჰქონია", - კრისტალ პალასის ექს-მფლობელი
თარიღი 08 მარ 2022, 20:32

„კრისტალ პალასის“ ექს-მფლობელმა საიმონ მორგანმა „ჩელსის“ მეთაურზე, რომან აბრამოვიჩზე ისაუბრა.

„წინა კვირას ხალხი პრემიერ ლიგის ევოლუციას რომან აბრამოვიჩს აწერდა. დიდი პატივისცემით, „ჩელსის“ გარდა, აბრამოვიჩი - ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოვლენაა, რომელიც ინგლისურ ფეხბურთს გადახდენია.

ჩვენ ვვითარდებოდით, პრემიერ ლიგა იზრდებოდა, ტელევიზიები ფულით გვავსებდნენ, თუმცა „ჩელსიმ“ ჰიპერინფლაციას დაუდო სათავე. მან საფეხბურთო ლანდშაფტი შეცვალა და ფეხბურთი ფინანსურად სიცოცხლესთან არათავსებადი გახადა თავისი ინტერესების გამო.

ხალხი „მან სიტის“, „ნიუკასლს“ და „ჩელსის“ იმიტომ კი არ ყიდულობს, რომ ეს კლუბები უყვართ, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური დევნისგან აირიდონ თავი.

ახლა რა გაგვაჩნია? ფეხბურთელების თაობა, რომელსაც არც ხასიათი აქვთ, არც შეგნება, მაგრამ მათ ზედმეტად ბევრ ფულს უხდიან, ეს ტრაგედიაა.

რა არის აბრამოვიჩის მემკვიდრეობა? „ჩელსისთვის“ - დიდებული ისტორია. მაგრამ ქვეყნის ფეხბურთისთვის? ვფიქრობ, მხოლოდ და მხოლოდ კატასტროფა. ჯანდაბამდე გზაც ჰქონია. შემდეგი.“ - ციტირებს მორგანის სიტყვებს talkSport.

შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს აბრამოვიჩმა „ჩელსის“ მმართველობა გუნდის საქველმოქმედო ფონდს გადასცა, თავად კი კლუბის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.