ავტორიზაცია

რუსეთის ნაკრების მოკვეთის გამო, პოლონეთი პლეი-ოფის ფინალში ავტომატურად გავიდა - FIFA

რუსეთის ნაკრების მოკვეთის გამო, პოლონეთი პლეი-ოფის ფინალში ავტომატურად გავიდა - FIFA
თარიღი 08 მარ 2022, 23:26

რუსეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიდან მოკვეთის გამო, პოლონეთის ნაკრები პლეი-ოფის ფინალში ავტომატურად გავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ფიფა“ ოფიციალურად იტყობინება.

შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისთვის პლეი-ოფის ფინალში პოლონეთი შვედეთი-ჩეხეთის წყვილში გამარჯვებულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ასევე, ფიფა იტყობინება, რომ შოტლანდიასა და უკრაინას შორის გასამართი პლეი-ოფის ნახევარფინალი მარტიდან ივნისზე არის გადატანილი.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს ფიფამ და უეფამ ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ნაკრები და ყველა რუსული კლუბი საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთონ. ამის მიზეზი აგრესორის მიერ უკრაინაში გამართული საომარი ქმედებებია.