ავტორიზაცია

VIDEO: მორიგი გერმანული 18+ ალიანც არენაზე და ბაიერნი მეოთხედფინალში დამაჯერებლად გადის

VIDEO: მორიგი გერმანული 18+ ალიანც არენაზე და ბაიერნი მეოთხედფინალში დამაჯერებლად გადის
თარიღი 09 მარ 2022, 01:54

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალში „ბაიერნმა“ ავსტრიული „ზალცბურგი“ გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

შეხვედრა „ალიანც არენაზე’ გაიმართა და მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით 7:1 დასრულდა. პირველი მატჩი ფრედ, 1:1 იყო დამთავრებული, შესაბამისად ორი მატჩის ჯამში მიუნხენელებმა 8:2 იმარჯვეს.

მატჩში ჰეთ-ტრიკი რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა, საიდანაც ორი გოლი პენალტით შეაგდო, დუბლით გამოირჩა თოამს მიულერი, თითო გოლი კი სერჟ გნაბრიმ და ლეროი სანემ გაიტანეს.

ამრიგად, „ბაიერნმა“ დამაჯერებლად მოახერხა მეოთხედფინალში გასვლას და კენჭისყრის შედეგად შეიტყობს თავის მეოთხედფინალურ მეტოქეს.