ავტორიზაცია

2028 წლიდან, ევროპის ჩემპიონატზე შესაძლოა 24-ს ნაცვლად 32 გუნდი ვიხილოთ - ამ იდეას პირველი მოწინააღმდეგე უკვე გამოუჩნდა

2028 წლიდან, ევროპის ჩემპიონატზე შესაძლოა 24-ს ნაცვლად 32 გუნდი ვიხილოთ - ამ იდეას პირველი მოწინააღმდეგე უკვე გამოუჩნდა
თარიღი 09 მარ 2022, 18:15

Daily Mail-ის ინფორმაციით, უეფა 2028 წლიდან ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდას აპირებს.

როგორც ირკვევა, ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ამით უკმაყოფილება უკვე გამოთქვა. ასოციაციის აზრით, ასეთი სიახლე თამაშების ხარისხზე უარყოფითად აისახება.

უეფას გეგმით, 2028 წლის ევროპის ჩემპიონატზე არა 24, როგორც ბოლო წლებში ხდება, არამედ 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური ნაბიჯი გადადგა უეფამ 2016 წელს, როცა პირველად ჩაატარა 24-გუნდიანი ევროპის ჩემპიონატი. იქამდე, ევროზე მხოლოდ 16 გუნდი იღებდა მონაწილეობას. 

დიდი ალბათობით, ევრო 2028-ს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია უმასპინძლებენ.