ავტორიზაცია

ბატისტუტა: "ჩემპიონთა ლიგას კვლავ ინგლისური გუნდი მოიგებს, დანარჩენებზე ერთი ნაბიჯით წინ არიან"

ბატისტუტა: "ჩემპიონთა ლიგას კვლავ ინგლისური გუნდი მოიგებს, დანარჩენებზე ერთი ნაბიჯით წინ არიან"
თარიღი 09 მარ 2022, 19:46

არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, გაბრიელ ბატისტუტა მიიჩნევს, რომ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგას ინგლისური გუნდი მოიგებს.

გარდა ამისა, ვეტერანმა ფეხბურთელმა, რომელსაც იტალიის ჩემპიონატში "ფიორენტინას", "რომასა" და "ინტერის" ღირსება დაუცვია, სკუდეტოსთვის ბრძოლაზეც ისაუბრა.

სკუდეტოსთვის ბრძოლის შესახებ

"კარგი ბრძოლა იქნება, არავის გამოვრიცხავ, არც "იუვენტუსს".

"ბევრი ქულა დაიკარგა და არ არსებობს გუნდი, რომელიც ყველა მატჩს იგებს. არ არსებობს გუნდი, რომელიც სტაბილურობით გამოირჩევა და ჩემპიონატში ინტრიგას მოკლავს".

ჩემპიონთა ლიგის შესახებ

"ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის ტიტული კვლავ ინგლისში წავა. თუმცა, დანამდვილებით არასოდეს იცი, თუ რა მოხდება ფეხბურთში. ამჟამად ინგლისური გუნდები დანარჩენებზე ერთი ნაბიჯით წინ არიან", - ციტირებს ბატისტუტას სიტყვებს იტალიელი ჟურნალისტი, ალფრედო პედულა.