ავტორიზაცია

"უბრალოდ მძ*ნერი ჯერარდი ხარ!", - ტოტენჰემის ფანები ლამპარდის მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს სკანდირებდნენ

"უბრალოდ მძ*ნერი ჯერარდი ხარ!", - ტოტენჰემის ფანები ლამპარდის მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს სკანდირებდნენ
თარიღი 09 მარ 2022, 20:32

გუშინ, 8 მარტს, ინგლისის ჩემპიონატის 28-ე ტურის ეგიდით, "ტოტენჰემმა" შინაურ კედლებში "ევერტონს" უმასპინძლა.

ბრიტანული მედიის ცნობით, "დეზების" გულშემატკივრები ლივერპულელთა მთავარ მწვრთნელს, ფრენკ ლამპარდს შეურაცხყოფას აყენებდნენ.

აღნიშნული მატჩის მიმდინარეობისას, ლონდონური კლუბის გულშემატკივრები სკანდირებდნენ: "შენ უბრალოდ მძ*ნერი სტივენ ჯერარდი ხარ!".

მოგეხსენებათ, შეხვედრა "ტოტენჰემმა" გამანადგურებელი ანგარიშით მოიგო - 5:0. "დეზების" ფანები ყველაზე აქტიურად მესამე გოლის შემდეგ სკანდირებდნენ.

ლამპარდი "ევერტონს" სათავეში 31 იანვარს ჩაუდგა. 43 წლის სპეციალისტმა კლუბთან 2024 წლის 30 ივნისამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.