ავტორიზაცია

სუარესი ატლეტიკოს დამოკიდებულებით უკმაყოფილოა — 3 ევროპული კლუბი, სადაც შესაძლოა ურუგვაელი გადავიდეს

სუარესი ატლეტიკოს დამოკიდებულებით უკმაყოფილოა — 3 ევროპული კლუბი, სადაც შესაძლოა ურუგვაელი გადავიდეს
თარიღი 09 მარ 2022, 21:46

"ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ლუის სუარესი მისდამი კლუბის დამოკიდებულებით უკმაყოფილოა და შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

ურუგვაელი შეშფოთებულია იმით, რომ "როხიბლანკო" მას მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ სთავაზობს, რომელიც ზაფხულში იწურება.

35 წლის ფეხბურთელის მიზანი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებაა, ამიტომაც თამაშის უმაღლეს დონეზე გაგრძელება სურს.

შექმნილი ვითარების ფონზე, სუარესით "ინტერი", "სევილია" და ბრაზილიური გუნდები ინტერესდებიან, იტყობინება ავტორიტეტული გამოცემა Marca.

გარდა ამისა, "ატლეტიკოს" გამოცდილი სამხრეთამერიკელის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე ამსტერდამის "აიაქსიც" დაუკავშირდა.

მიმდინარე სეზონში სუარესმა, რომელიც მადრიდულ გრანდს 2020 წლის სექტემბერში "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ყველა ტურნირზე ერთად 35 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც გააკეთა.