ავტორიზაცია

მოდრიჩი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე: "ომის დროს გავიზარდე და მას არანაირი სარგებელი არ მოაქვს"

მოდრიჩი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე: "ომის დროს გავიზარდე და მას არანაირი სარგებელი არ მოაქვს"
თარიღი 09 მარ 2022, 22:57

მადრიდის "რეალისა" და ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე განცხადება გააკეთა.

"ეს ყველასათვის ძალიან რთული საკითხია. იმედი მაქვს, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება, რადგან არავისთვის არის კარგი".

"ომის დროს გავიზარდე და ვფიქრობ, ის უსარგებლოა. არ მომწონს ამ სურათების ხილვა. ძალიან მაწუხებს, საშინელებაა".

"ვიმედოვნებ, ყველაფერი რაც შეიძლება მალე დასრულდება და პოლიტიკოსები შეთანხმდებიან. ძალიან ცუდია, ნამდვილად", - ციტირებს 36 წლის ხორვატის სიტყვებს Marca.

მოგეხსენებათ, რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადა და უკვე მე-14 დღეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

მსოფლიოს ყველაზე დიდმა სახელმწიფომ უკრაინის თითქმის ყველა დიდ ქალაქს შეუტია და დედაქალაქის, კიევის აღებას ცდილობს.

აქვე შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიის 20% სწორედ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.