ავტორიზაცია

ბენზემა: "დონარუმას შეცდომა არ დაუშვია, ეს ჩვენი პრესინგის დამსახურება იყო - ყველამ დაინახა, რომ რეალი ცოცხალია"

ბენზემა: "დონარუმას შეცდომა არ დაუშვია, ეს ჩვენი პრესინგის დამსახურება იყო - ყველამ დაინახა, რომ რეალი ცოცხალია"
თარიღი 10 მარ 2022, 02:34

„პსჟ-სთან“ მატჩის გმირმა, კარიმ ბენზემამ, განვლილი შეხვედრა შეაფასა.

„ჩვენ გულშემატკივრებისგან სწორედ ასეთი მხარდაჭერა გვჭირდება, ეს გამარჯვება მათთვისაა. „პსჟ“ დიდებული გუნდია, მაგრამ გამარჯვება დავიმსახურეთ.

პირველი თამაში წავაგეთ, ვაგებდით შესვენებაზეც... რთული იყო, მაგრამ ეს არის ჩემპიონთა ლიგა.

ქამბექი - მენტალური სიძლიერის დამსახურებაა. პირველი გოლის დროს დონარუმას შეცდომა არ დაუშვია, ეს ჩვენი პრესინგის დამსახურება იყო. როცა ასე ვაპრესინგებთ, ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია.

ჩვენთვის ყველა შეხვედრა ფინალის ტოლფასია და დღეს ყველამ დაინახა, რომ „რეალი“ ცოცხალია. ვამაყობ, რომ დი სტეფანოს დონის ლეგენდა ჩამოვიტოვე.“ - აღნიშნა კარიმმა.