ავტორიზაცია

გიორგი ჩაკვეტაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა - როგორია ფეხბურთელის მდგომარეობა?

გიორგი ჩაკვეტაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა - როგორია ფეხბურთელის მდგომარეობა?
თარიღი 10 მარ 2022, 20:39

12 მარტს ბუნდესლიგა 2-ის ტურის მატჩი ჰამბურგსა და აუეს შორის გადადების საფრთხის წინაშეა.

ამის მიზეზი მასპინძელთა მხარეს კოვიდ აფეთქებაა, ჰამბურგის 10 ფეხბურთელი კოვიდინფიცირებულია, მათ შორის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე.

როგორც GOAL.GE-სთვის ცნობილია, ფეხბურთელს ომიკრონის შტამი აქვს, რომელიც მსუბუქ ფორმებში ვლინდება. 3 დღეში 22 წლის შემტევი ვარჯიშს განაახლებს.

გიორგი ჩაკვეტაძე ჰამბურგში 2022 წლის იანვარში გენტიდან მშრალი იჯარით გადავიდა.