ავტორიზაცია

აპირებს თუ არა ტუხელი ჩელსიდან წასვლას დაწესებული სანქციების გამო?

აპირებს თუ არა ტუხელი ჩელსიდან წასვლას დაწესებული სანქციების გამო?
თარიღი 10 Mar 2022, 23:15

თომას ტუხელი „ჩელსიდან“ წასვლას არ აპირებს.

10 მარტს ბრიტანეთის მთავრობამ რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა და რუსი ბიზნესმენის ყველა აქტივი დაბლოკა, მათ შორის - საფეხბურთო კლუბიც.

როგორც The Telegraph წერს, გერმანელი სპეციალისტი ამ პრობლემების მიუხედავად „ჩელსიდან“ წასვლას არ აპირებს. გერმანელს ლონდონურ გუნდში მუშაობა მოსწონს და თუ ამის შესაძლებლობა იქნა, დარჩენაც სურს.

ახლა მწვრთნელი ცდილობს გაიზროს იმ ყველაფრის მასშტაბები, რაც „ჩელსიში“ ხდება. მას ყველაზე ნაკლებად აღელვებს შესაძლო ფინანსური პრობლემები. მწვრთნელისთვის ბევრად მნიშვნელოვანია ის, თუ რა ელის კლუბს მას შემდეგ, რაც რომან აბრამოვიჩი საქმეებს ჩამოშორდება.