ავტორიზაცია

VIDEO: მოულოდნელი შედეგი კამპ ნოუზე - ბარსელონამ გალათასარაის ვერ მოუგო

თარიღი 11 მარ 2022, 01:59

ევროპა ლიგის პირველ მერვედფინალში „ბარსელონამ“ საკუთარ კედლებში „გალათასარაის“ გატეხვა ვერ მოახერხა.

შეხვედრა „კამპ ნოუზე“ გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა.

მატჩში აშკარა უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა 14 დარტყმიდან ზუსტი მხოლოდ 4 აღმოჩნდა, რამაც სტუმართა მეკარე მუსლერა ვერ გატეხა.

შესაბამისად, გუნდები ნულოვან ფრეზე მორიგდნენ და ყველაფერი ერთ კვირაში თურქეთში გადაწყდება. საპასუხო მატჩს სტამბოლი 17 მარტს უმასპინძლებს