ავტორიზაცია

ხავი ბარსას ფეხბურთელებს გუშინდელი მატჩის შესვენებაზე: "თუ ვინმეს თამაში არ უნდა, ახლავე მითხრას"

ხავი ბარსას ფეხბურთელებს გუშინდელი მატჩის შესვენებაზე: "თუ ვინმეს თამაში არ უნდა, ახლავე მითხრას"
თარიღი 11 მარ 2022, 23:16

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ხავი ევროპა ლიგაზე "გალათასარაისთან" (0:0) გამართული პირველი 1/8 ფინალური მატჩის შესვენებაზე თავის შეგირდებს ეჩხუბა.

როგორც ესპანელმა ჟურნალისტმა, დარიო მონტერომ El Chiringuito TV-ის ეთერში თქვა, "ბლაუგრანას" დამრიგებელი ფეხბურთელებზე ძალიან გაბრაზებული იყო.

კერძოდ, ხავიმ მოთამაშეებს უთხრა: "თუ აქ ვინმეს თამაში არ უნდა, ახლავე მითხარით".

შესვენებაზე ესპანელმა სპეციალისტმა სამმაგი ცვლილება გააკეთა. რონალდ არაუხოს, ნიკო გონსალესის და ფერან ტორესის ნაცვლად მოედანზე ხერარდ პიკე, სერხი ბუსკეტსი და უსმან დემბელე გავიდნენ.

"ბარსელონასა" და "გალათასარაის" შორის საპასუხო დაპირისპირება 17 მარტს, სტამბულში გაიმართება.