ავტორიზაცია

კონტე: "სამწუხაროა, რომ რუს სპორტსმენებს ტურნირებიდან ხსნიან, ეს უსამართლობაა"

კონტე: "სამწუხაროა, რომ რუს სპორტსმენებს ტურნირებიდან ხსნიან, ეს უსამართლობაა"
თარიღი 12 მარ 2022, 11:33

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე საერთაშორისო სპორტული ტურნირებიდან რუსების მოკვეთას უსამართლოდ თვლის.

"ძალიან სამწუხაროა,რ რომ რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული ეს სერიოზული სიტუაცია ფეხბურთსა და სპორტულ სამყაროზე ახდენს გავლენას".

"სამწუხაროა, რომ რუს სპორტსმენებს ტურნირებიდან ხსნიან. ვფიქრობ, ეს უსამართლობაა. მესმის, თუ როგორ მუშაობენ ყოველდღე იმისათვის, რათა კონკურენტუნარიანები იყვნენ".

"დიახ, ასეთი რამ ძვირად გიჯდება, მაგრამ ვფიქრობ, ეს უსამართლობაა. სიტუაციის დალაგების იმედი მქონდა, რადგან ეს ყველაფერი დიდი ზიანის მომტანია".

"2022 წელია და როცა ასეთ რაღაცას ხედავ, იმედი გიცრუვდება", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს The Guardian-ი.