ავტორიზაცია

უეფას პრეზიდენტი: "გაზპრომთან კონტრაქტის გაწყვეტა ძვირად დაგვიჯდა"

უეფას პრეზიდენტი: "გაზპრომთან კონტრაქტის გაწყვეტა ძვირად დაგვიჯდა"
თარიღი 12 მარ 2022, 13:16

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა გაზპრომთან კონტრაქტის გაწყვეტაზე განცხადება გააკეთა.

– უეფამ "გაზპრომთან" ხელშეკრულება გაწყვიტა. პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება ძვირი დაგიჯდათ?

"სწორი გადაწყვეტილება იყო. ფინანსების მხრივ ძვირად დაგვიჯდა (სხვადასხვა შეფასებით, გაზპრომთან შეთანხმებას უეფას წელიწადში 40 მილიონ ევრომდე უნდა მოეტანა). ამან ჩვენს საფულეს ზიანი მიაყენა".

"უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, პაველკოს ყოველდღე ვესაუბრები. ამ გადაწყვეტილების წინ, რუსეთის საფეხბურთო კავშირი გავაფრთხილე. მშიშარა არ ვარ, ფარულად არაფერს ვაკეთებ".

"თუმცა, საინტერესოა, რომ პოლიტიკოსებმა გაზპრომთან თანამშრომლობის შეწყვეტა ჯერ კიდევ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამდე გვთხოვეს, ევროპა კი რუსულ გზას დღემდე ყიდულობს", - ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს Corriere della Sera.