ავტორიზაცია

"ბენზემა რონალდუზე უკეთესია", - კასანომ კრიშტიანუ ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრფორვარდს შორის არ შეიყვანა

"ბენზემა რონალდუზე უკეთესია", - კასანომ კრიშტიანუ ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრფორვარდს შორის არ შეიყვანა
თარიღი 12 მარ 2022, 15:19

იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, ანტონიო კასანოს აზრით, კარიმ ბენზემა კრიშტიანუ რონალდუზე უკეთესია.

"როგორც მე მესმის ფეხბურთი, ბენზემა, როგორც ცენტრფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუზე ბევრად უკეთესია", - ციტირებს ვეტერანის სიტყვებს TMW.

"რონალდუს გოლის გატანა ნებისმიერ ფასად უნდოდა, არაფერი აინტერესებდა, მაგრამ არ იყო ისეთი დახვეწილი, როგორიც ბენზემაა. კარიმი უნიკალურია. ისე ითამაშა, რომ მზად ვარ ისტორიაში საუკეთესო ხუთ ცენტრფორვარდს შორის შევიყვანო. რონალდო, ვან ბასტენი, ლევანდოვსკი, იბრაჰიმოვიჩი... და ბენზემა. უკვე 20 წელია აქ არის".

"კარიმი რაღაც უნიკალურია. საფრანგეთის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-3 ადგილზეა, არადა ნაკრებში 6 წელი არ ჰქონდა ნათამაშები. ბენზემას მკვლელის ინსტინქტი აქვს და ისეთი ოსტატობა, როგორიც ზიდანს ჰქონდა", - დასძინა კასანომ.

შეგახსენებთ, "რეალში" 34 წლის რონალდუ და 33 წლის ბენზემა 9 წლის განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ, ახლა კი პორტუგალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავს.