ავტორიზაცია

"საქართველოში უკრაინელი ხალხის მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერა იგრძნობა", - დემჩენკო

"საქართველოში უკრაინელი ხალხის მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერა იგრძნობა", - დემჩენკო
თარიღი 12 მარ 2022, 17:35

გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ "ტაიმაუტში" თავის სამშობლოში მომხდარი მოვლენების შესახებ ისაუბრა: "საქართველოში უკრაინელი ხალხის მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერა იგრძნობა.

ამას ვხედავ - ხალხი გამოდის, ყველგან უკრაინის დროშებია – მიტინგებზე, მანქანების სტიკერებზე, აივნებზე. თავიდან მეგონა, რომ დიდი რუსეთი შედარებით პატარა უკრაინას აშინებდა, მაგრამ შოკში ვიყავი, როდესაც სარაკეტო დაბომბვა დაიწყეს.

მუშაობაზე გადავერთვები ხოლმე, მაგრამ სახლში რომ მივდივარ, ისევ შოკური მდგომარეობა მეუფლება. ასეთ დროს სამსახურზე ფიქრი რთულია.  ცდილობ, კონცენტრირება მოახდინო, მაგრამ სულ ვფიქრობ დედაზე, დაზე, მის მეუღლესა და ბავშვებზე, ნათესავებზე.

დიდი ქალაქებში დიდი დანაკარგებია. ჩემს ქალაქში, ზაპოროჟიეში, მეტ-ნაკლებად სიმშვიდეა, მაგრამ ეს ვერ დამაწყნარებს, თუმცა სამუშაოზე კონცენტრირება მშველის.

ველოდი თუ არა უკრაინელებისგან ასეთ წინააღმდეგობას? არ ველოდი, ომი ასე თუ გაგვაერთიანებდა. იციან თუ არა ომი, მოხალისეები ომში მიდიან. ჩვენს ქვეყანას ყველა თავგანწირვით ეხმარება, ვისაც როგორ შეუძლია.

ეს ყველაფერი მაიმედებს, რომ ჩემი ქვეყანა გაიმარჯვებს, რადგან ოკუპანტებს ღირსეულ პასუხს სცემენ. ჩემი ოჯახი საქართველოშია – მეუღლე, შვილი. ბინა თბილისში ვიქირავეთ.

როდესაც ჩამოვიდნენ, ომი შემდეგ დაიწყო. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამას მხარს ვუჭერ. მიმაჩნია, რომ ქვეყანას, რომელიც სხვა ერებს აბსოლუტურად უწესოდ ექცევა, სანქციები ეკუთვნის.

მხარს ვუჭერ, რომ სანქციები ყველა სფეროზე გავრცელდეს", - განაცხადა უკრაინელმა დამრიგებელმა. შეგახსენებთ, უკრაინა რუსეთის არმიის შეტევებს 24 თებერვლიდან იგერიებს. 

VIDEO: გორის დილას ქამბექი მოქმედ ჩემპიონთან! - ბათუმის დინამომ სეზონში პირველი მარცხი იწვნია