ავტორიზაცია

გამოჯანმრთელდა და დაბრუნდა! მამარდაშვილი ხეტაფესთან სასტარტო შემადგენლობაშია

გამოჯანმრთელდა და დაბრუნდა! მამარდაშვილი ხეტაფესთან სასტარტო შემადგენლობაშია
თარიღი 12 მარ 2022, 23:01

ესპანური ლა ლიგის 28-ე ტურში ხეტაფე საკუთარ მოედანზე ვალენსიას დაუპირისპირდება.

"ღამურების" კარს აღნიშნულ შეხვედრაში ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაიცავს, რომელსაც წინა ტურის გამოტოვება ტემპერატურის გამო მოუწია.

21 წლის ქართველი ფეხბურთელი ვალენსიას მხოლოდ 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა, თუმცა ძირითადი გუნდის მთავარი წევრი გახდა, ბოლო მატჩებში კი ხოსე ბორდალასის ძლიერი ნდობა მოიპოვა.

გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ ვალენსიამ დინამო თბილისს 1 მილიონი ევრო გადაუხადა.