ავტორიზაცია

VIDEO: კრიშტიანუ რონალდუმ მანჩესტერს ტოტენჰემთან უხვგოლიანი მატჩი ჰეთ-ტრიკით მოაგებინა

თარიღი 12 მარ 2022, 23:36

პრემიერ ლიგის 29-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ტოტენჰემი“ უხვგოლიან ბრძოლაში დაამარცხა.

შეხვედრა „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

„წითელი ეშმაკების“ რიგებში ჰეთ-ტრიკი კრიშტიანუ რონალდუმ შეასრულა. „ტოტენჰემმა“ ანგარიშის გათანაბრება ორჯერ მოახერხა, თუმცა 81-ე წუთზე პორტუგალიელმა გადამწყვეტი გოლი შეაგდო და თავის გუნდს მოაგებინა.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ 50 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილს იკავებს, თუმცა „არსენალს“, რომელსაც 48 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა, 4 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. 

„ტოტენჰემი“ 27 მატჩის შემდეგ 45 ქულით მეშვიდეა.