ავტორიზაცია

მორიგი "მშრალი მატჩი" - მამარდაშვილმა ლა ლიგაში ხეტაფესთან ითამაშა

მორიგი "მშრალი მატჩი" - მამარდაშვილმა ლა ლიგაში ხეტაფესთან ითამაშა
თარიღი 13 მარ 2022, 02:12

ლა ლიგის 28-ე ტურში ხეტაფესა და ვალენსიას შეხვედრა უგოლოდ, 0-0 დასრულდა.

"ღამურების" კარში შეუცვლელად იდგა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა და 6 სეივი ჰქონდა. მიუხედავად შესანიშნავი თამაშისა, 21 წლის კიპერმა ერთ-ერთ მომენტში ბურთის ატანისას შეცდომას დაუშვა, რომლის გამოც გოლი გავიდა, თუმცა საბედნიეროდ, ვიდეო რეფერიმ გოლი გააუქმა, რადგან ხეტაფეს ფეხბურთელმა ხელით ითამაშა.

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას 2021 წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

21 წლის ქართველმა მეკარემ ესპანური გუნდის მაისურით 15-ჯერ ითამაშა და კარი 6 შემთხვევაში გოლგაუშვებლად შეინახა.