ავტორიზაცია

გემიდან კაპიტანიც გაიქცა - ყაზანის რუბინი ხორვატმა მცველმა დატოვა!

გემიდან კაპიტანიც გაიქცა - ყაზანის რუბინი ხორვატმა მცველმა დატოვა!
თარიღი 13 მარ 2022, 17:55

ყაზანის რუბინის 25 წლის ხორვატმა მცველმა ფილიპ ურემოვიჩმა გუნდი დატოვა.

ამის შესახებ რუბინის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და წერენ, რომ ურემოვიჩმა გამოიყენა ფიფას ახალი წესი, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელებს შეუძლიათ 30 ივნისის ჩათვლით რუსულ კლუბებთან კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტა.

ფიფას ახალი წესი რუბინში მონტენეგროელმა სიად ჰაკშაბანოვიჩმა და დანიელმა ანდერს დრეიერმა უკვე გამოიყენეს, ველოდებით მსგავს ნაბიჯს ქართველი ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიასგანაც.

შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია რუსეთის უკრაინაში შეჭრის და საომარი მოქმედებების გამო, რომელიც 24 თებერვლის შემდეგ მიმდინარეობს.