ავტორიზაცია

ზედიზედ მე-4 წაგება - ევერტონი პრემიერ ლიგიდან გავარდნას კიდევ უფრო მიუახლოვდა

ზედიზედ მე-4 წაგება - ევერტონი პრემიერ ლიგიდან გავარდნას კიდევ უფრო მიუახლოვდა
თარიღი 13 მარ 2022, 23:08

ფრენკ ლამპარდის „ევერტონმა“ პრემიერ ლიგის ზედიზედ მე-4 მატჩი საერთო ანგარიშით 0:9 წააგო და მე-17 პოზიციას იკავებს.

„ირისები“ „ვულვზთან“ საშინაო შეხვედრაში 0:1 დამარცხდნენ, იქამდე კი „ტოტენჰემთან“, „მან სიტისთან“ და „საუთჰემპტონთან“ წააგეს.

ლივერპულური კლუბი 26 მატჩის შემდეგ 22 ქულით მე-17 ადგილს იკავებს, იმდენივე აქვს გასავარდნ ზონაში მყოფ „უოტფორდს“ (თუმცა 29 მატჩიდან).

აღსანიშნავია, რომ 26 მატჩში 22 მოპოვებული ქულა - „ევერტონის“ ყველაზე ცუდი შედეგია მას შემდეგ, რაც ინგლისის ჩემპიონატი 3-ქულიან სისტემაზე გადავიდა.