ავტორიზაცია

ლეო მესი კამპ ნოუზე დაბრუნებაზე ოცნებობს - ფრანგი ჟურნალისტი

ლეო მესი კამპ ნოუზე დაბრუნებაზე ოცნებობს - ფრანგი ჟურნალისტი
თარიღი 13 Mar 2022, 23:22

ფრანგული ჟურნალისტის ადრიენ გრენიეს ინფორმაციით, ლეო მესი „ბარსელონაში“ დაბრუნებაზე ოცნებობს.

როგორც ჩანს, არგენტინელმა ფეხბურთელმა „პარკ დე პრენსზე“ ფეხი საბოლოოდ მაინც ვერ მოიკიდა და იქ სურს დაბრუნება, სადაც თავს კომფორტულად გრძნობდა.

თუმცა, ჯერჯერობით ამის არანაირი ნიშანი არ ჩანს - დიდი ალბათობით, არგენტინელი მინიმუმ 2022 წლის მუნდიალის დაწყებამდე „პსჟ-ში“ დარჩება, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის წინ, საკუთარი იმიჯის შელახვა არ სურს.

ლეო მესი „პსჟ-ში“ გასულ ზაფხულს გადავიდა, მას შემდეგ რაც „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ფინანსური პრობლემების გამო ვერ გაახანგრძლივა.