პოჩეტინო: "რეალთან მატჩში შეცდომა დონარუმამ კი არა, მსაჯმა დაუშვა"
მაურისიო პოჩეტინომ „რეალთან“ მატჩის შემდეგ ჯანლუიჯი დონარუმა დაიცვა, რომლის შეცდომასაც მადრიდელთა პირველი გოლი მოჰყვა.
„პირველ შემთხვევაში ჩვენი ფეხბურთელის კი არა, მსაჯის შეცდომა იყო!
„დონარუმა დიდი ჩემპიონია და ის თავს კარგად გრძნობს. ის იმედგაცრუებულია ისევე, როგორც კეილორ ნავასი, რომელსაც ამ მატჩში არც უთამაშია.
„ბორდოსთან“ კეილორის დაყენება მადრიდში მომხდარი მოვლენებით სულაც არ ყოფილა განპირობებული.“ - აღნიშნა „პსჟ-ს“ მწვრთნელმა.