ავტორიზაცია

გულშემატკივრების საქციელით უკმაყოფილო ნეიმარი, მატჩის შემდეგ პირდაპირ ბარსელონაში გაფრინდა

გულშემატკივრების საქციელით უკმაყოფილო ნეიმარი, მატჩის შემდეგ პირდაპირ ბარსელონაში გაფრინდა
თარიღი 14 Mar 2022, 18:44

„პსჟ-ს“ შემტევი ნეიმარი, „ბორდოსთან“ მატჩის შემდეგ საკუთარი გუნდის გულშემატკივრებით ძალიან იმედგაცრუებული დარჩა.

ქომაგები მას და ლეო მესის „რეალთან“ წაგების (1:3) გამო განსაკუთრებით უსტვენდნენ ყველა იმ ეპიზოდში, როცა ისინი ბურთს ეხებოდნენ.

L’Equipe-ს ინფორმაციით, ნეიმარი ამ სტვენამ განსაკუთრებით გაანაწყენა, განსაკუთრებით იმ ფაქტმა, რომ უკმაყოფილება პარიზელთა ულტრასების სექტორიდან მოდიოდა, რომლებიც სტვენის გარდა ბრაზილიელს მეძავის შვილსაც უწოდებდნენ.

თამაშის შემდეგ, რომელშიც ნეიმარმა გოლის გატანა შეძლო, ბრაზილიელი უმალვე ბარსელონაში გაფრინდა, რათა თავისი ნათესავები და შვილი მოენახულებინა. ამან, გულშემატკივრებში კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.