"ნეიმარი ბო*ის შვილია, მესი იდიოტია", - პსჟ-ს ფანებმა გუნდის ლიდერები უხამსი სიტყვებით შეამკეს

ლიგა 1-ის 28-ე ტურის ეგიდით, "ბორდოსთან" (3:0) გამართული მატჩის მიმდინარეობისას, "პსჟ"-ს გულშემატკივრები ნეიმარსა და ლიონელ მესის შეურაცხყოფას აყენებდნენ.
"პარკ დე პრენსზე" შეკრებილი ფანები ბრაზილიელისადმი "ბო*ის შვილს" სკანდირებდნენ, ხოლო არგენტინელის მიმართ - "იდიოტს".
გარდა ამისა, "პარი სენ ჟერმენის" ულტრასები გუნდის ლიდერებს უსტვენდნენ და შუა თითს უჩვენებდნენ.
მხოლოდ კილიან მბაპეს არ უსტვინეს აღნიშნული შეხვედრის წინ, "პსჟ"-ს გულშემატკივრები მას ტაშს უკრავდნენ. ისინი განსაკუთრებით მესისა და ნეიმარს უსტვენდნენ.
შეგახსენებთ, პარიზელი ფანების უკმაყოფილება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალიდან გავარდნას უკავშირდება, სადაც გუნდი "რეალთან" (2:3 - ორი მატჩის ჯამში) დამარცხდა.