გორელები აღარ ხუმრობენ - დილამ მაგარი ბრაზილიელი ლეგიონერი დაიმატა
25 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ვაგნერ გონსალვეში კარიერას გორის დილაში გააგრძელებს.
ფეხბურთელი საქართველოში 2 დღის წინ ჩამოვიდა. მისი ბოლო კლუბი უკრაინული კრივბასი იყო, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო იქ საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერებულია, ფიფამ კი ფეხბურთელებს კონტრაქტის ცალმხრივად შეჩერების უფლება 30 ივნისის ჩათვლით მისცა.
ვაგნერ გონსალვეშისთვის საქართველოს ჩემპიონატი უცხო არაა, ეროვნულ ლიგაში კი საბურთალოში, შემდეგ ბათუმის დინამოში თამაშობდა.
ამჟამად გორის დილას ჩემპიონატში ყველაზე მეტი ბრაზილიელი ფეხბურთელი ჰყავს, მათი რაოდენობა ოთხამდეა. მცველები: ალეფ სანტოსი და ვანდერსონი, ხოლო შემტევებიდან ალვარო ტავარეში და ვაგნერ გონსალვეში.