ავტორიზაცია

საარბიტრაჟო სასამართლომ რუსული კლუბების ევროტურნირებიდან მოკვეთის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

საარბიტრაჟო სასამართლომ რუსული კლუბების ევროტურნირებიდან მოკვეთის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
თარიღი 15 მარ 2022, 21:18

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ უეფას გადაწყვეტილება რუსული გუნდების ევროტურნირებიდან მოკვეთის თაობაზე ძალაში დატოვა.

AP News-ის ინფორმაციით, რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას გადაწყვეტილება უმაღლეს საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა ვერაფერს გახდა - რუსული გუნდები ევროტურნირებზე ასპარეზობას ვერ გააგრძელებენ.

ცნობისთვის, CAS-ის ეს გადაწყვეტილება კავშირში არ არის რუსეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთასთან, რადგან ამაზე პასუხისმგებელი ფიფაა და ამის გასაჩივრება რუსეთის ფეხბურთის ფედერაციას ცალკე დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატიდან და რუსული კლუბები ევროტურნირებიდან 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყების გამო მოკვეთეს.