ავტორიზაცია

VIDEO: ოლდ ტრაფორდზე ნავსი გატყდა - კარიერაში პირველად, დიეგო სიმეონემ რონალდუს გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშა

თარიღი 16 მარ 2022, 01:53

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ საკუთარ კედლებში მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლა.

შეხვედრა „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში რენან ლოდიმ გაიტანა და თავის გუნდს მეოთხედფინალის საგზური მოუტანა.

საინტერესოა, რომ „ატლეტიკოს“ მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, კრიშტიანუ რონალდუს გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან თავის კარიერაში პირველად გამოთიშა. 

ორი მატჩის ჯამში „ატლეტიკომ“ 2:1 იმარჯვა, მადრიდში გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.