ავტორიზაცია

VIDEO: სენსაცია ამსტერდამში - აიაქსი შინ მოულოდნელად ბენფიკასთან დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

თარიღი 16 მარ 2022, 02:00

ამსტერდამში „იოჰამ კრუიფ არენაზე“ გამართულ მატჩში „აიაქსი“ სენსაციურად „ბენფიკასთან“ დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

„აიაქსი“ წყვილის აშკარა ფავორიტად მოიაზრებოდა, პირველი შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, რაც ორივე გუნდს კარგ შანსებს უტოვებდა.

თუმცა, ნიდერლანდებში გამართული შეხვედრა პორტუგალიური გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა და ლისაბონელებმა სენსაციური შედეგი დააფიქსირეს, „აიაქსი“ კი ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშა.