ავტორიზაცია

"იქ გადასასვლელად ყველაფერს გავაკეთებ", - არტურო ვიდალმა თავისი ოცნების კლუბი დაასახელა

"იქ გადასასვლელად ყველაფერს გავაკეთებ", - არტურო ვიდალმა თავისი ოცნების კლუბი დაასახელა
თარიღი 16 Mar 2022, 15:42

მილანის "ინტერის" ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა განაცხადა, რომ მისი ევროპული კარიერა დასასრულს უახლოვდება.

"ფლამენგო" ძალიან მომწონს და მიყვარს. პრეზიდენტმა კლუბის მაისური მაჩუქა. გული გრძნობებით ამევსო. იქ თამაშზე ვოცნებობ, ამას ვერ უარვყოფ", - ციტირებს ჩილელის სიტყვებს TNT Sports-ი.

"როცა შესაძლებლობა გამიჩნდება, იქ გადავალ. ვიმედოვნებ, ეს მალე მოხდება, თუ მწვრთნელი ან ხელმძღვანელობა ჩემს შეძენას მოისურვებენ, დამიკავშირდებიან და იქ გადასასვლელად ყველაფერს გავაკეთებ".

"ევროპული კარიერა შესაძლოა დასრულდეს. არ ვიცი, შესაფერისი მომენტია თუ არა, მაგრამ თუ ეს მოხდება, ჩემი მიზანი სავსებით ნათელია: ყველაფრის მოგება "ფლამენგისთან" ერთად, ბრძოლა ლიბერტადორესის თასზე, ამაზე ვოცნებობ".

"თუ წავალ, მხოლოდ იმისათვის, რათა ბრძოლა გავაგრძელო და მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყო", - დასძინა "ნერაძურის" ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, 34 წლის სამხრეთამერიკელი "ინტერში" 2020 წლის სექტემბრიდან ირიცხება.

გარდა მილანური კლუბისა, კარიერის მანძილზე ვიდალს ისეთი ევროპული კლუბების ღირსება დაუცვია, როგორებიც "ლევერკუზენი", "იუვენტუსი", "ბაიერნი" და "ბარსელონა" არიან.

VIDEO: ტრადიციული იტალიური პანდა - ასეთი მანქანით მივიდა არტურო ვიდალი ინტერის ვარჯიშზე