ავტორიზაცია

"რონალდუ არაფერ შუაშია", - მარსიალი მანჩესტერიდან წასვლის მიზეზებზე ალაპარაკდა

"რონალდუ არაფერ შუაშია", - მარსიალი მანჩესტერიდან წასვლის მიზეზებზე ალაპარაკდა
თარიღი 16 მარ 2022, 21:41

AS-თან ინტერვიუში ანტონი მარსიალმა კრიშტიანუ რონალდუსა და "მანჩესტერ იუნაიტედზე" ისაუბრა: "კრიშტიანუ პროფესიონალია, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო.

ჩვენ ყველას გვიყვარს ის, ზოგიერთი რამ, რასაც პრესა ამბობს, სიმართლეს არ შეესაბამება. მე ვიყავი იმ გასახდელში და ვიცი, რა ხდება იქ. როდესაც რალფ რანგნიკი შემოვიდა, ჩემი მიზანი იყო წასვლა.

მან მითხრა, რომ თუ დარჩენა მსურდა, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვვარჯიშობდი, შემეძლო თამაში. მაგრამ მე მინდოდა წასვლა, მინდოდა ახალი ატმოსფერო, ახალი კლუბი.

მანჩესტერ იუნაიტედს ვთხოვე, გამეშვა, მაგრამ მათთან კონტრაქტი მაინც მაქვს. მათ იციან, თუ რა მინდა, ამიტომ ვნახოთ რა იქნება სეზონის ბოლოს", - განაცხადა მარსიალმა.