ავტორიზაცია

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის ყველა მონაწილე გაირკვა — როდის გაიმართება კენჭისყრა?

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის ყველა მონაწილე გაირკვა — როდის გაიმართება კენჭისყრა?
თარიღი 17 მარ 2022, 02:21

ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების 1/4 ფინალური ეტაპის ყველა მონაწილე ცნობილია.

ასე და ამგვარად, მეოთხედფინალში გავიდნენ: "რეალი", "ლივერპული", "ბაიერნი", "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი", "ატლეტიკო", "ბენფიკა" და "ვილიარეალი".

როგორც ხედავთ, ტურნირზე ბრძოლას პრემიერ ლიგისა და ლა ლიგის 3-3 კლუბი აგრძელებს, ბუნდესლიგასა და პორტუგალიის ჩემპიონატს კი თითო-თითო წარმომადგენელი ჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/4 ფინალისა და 1/2 ფინალის კენჭისყრა პარასკევს, 18 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება და თბილისის დროით 15:00 საათზე აიღებს სტარტს.

პირველი მეოთხედფინალური მატჩები 5 და 6 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 12 და 13 აპრილს.