ავტორიზაცია

მარსიალი: "მანჩესტერის გასახდელის წევრი მეც ვიყავი და ის, რასაც პრესაში რონალდუზე წერდნენ, სიცრუეა"

მარსიალი: "მანჩესტერის გასახდელის წევრი მეც ვიყავი და ის, რასაც პრესაში რონალდუზე წერდნენ, სიცრუეა"
თარიღი 17 მარ 2022, 19:21

"მანჩესტერ იუნაიტედის" საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელი, ანტონი მარსიალი კრიშტიანუ რონალდუს კონფლიქტურ სიტუაციებთან დაკავშირებულ ჭორებს გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, 26 წლის ფრანგი ფეხბურთელი ამჟამად "სევილიას" ღირსებას იცავს, სადაც მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დარჩება.

– "მანჩესტერ იუნაიტედში" კრიშტიანუსთან ერთად თამაშობდი. სიმართლეა ის, რომ გასახდელში კარგად არ იქცევა?

"კრიშტიანუ ტოპ პროფესიონალია, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთის ისტორიაში. ყველას გვიყვარს".

"ის, რასაც მედიაში წერდნენ, სიცრუეა. ამ გასახდელის წევრი ვიყავი და ვიცი, რაც ხდებოდა", - ციტირებს მარსიალის სიტყვებს AS-ი.