ავტორიზაცია

VIDEO: საბრძოლო გამარჯვება სტამბოლში! გალათასარაის ბარიერის დასაძლევად ბარსელონას ქამბექი დასჭირდა

თარიღი 17 მარ 2022, 23:42

ევროპა ლიგის 1/8-ფინალში „ბარსელონამ“ სტუმრად „გალათასარაი“ დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

შეხვედრა სტამბოლში გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მატჩში ანგარიში 28-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, თავი მარკაომ გამოიჩინა, 37-ზე პედრიმ წონასწორობა აღადგინა, გამარჯვების გოლი კი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა 50-ე წუთზე შეაგდო და თავისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

თავის მეტოქეს „ბარსელონა“ ხვალ, 18 მარტს, თბილისის დროით 16:00 საათზე კენჭისყრის შედეგად შეიტყობს.